ერთი დღის განმავლობაში, ავღანეთში, ნატოს 10 ჯარისკაცი დაიღუპა. მათგან 7 აშშ-ის მოქალაქეა, 2 ავსტრალიის, ერთის წარმომავლობა დგინდება. ამის შესახებ ნატოს ოფიციალური პირებზე დაყრდნობით "სი-ენ-ენი" იუწყება.
5 ნატოს ჯარისკაცი ავღანეთის აღმოსავლეთით მაგისტრალზე დამონტაჟებულ ე.წ. ფუგასურ ბობზე აფეთქდა, ხოლო 5 ჯარისკაცი კი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეტაკებებს ემსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ერთ დღეში ნატოს ასეთი დანაკარგი ჯერ არ უნახავს. წელს პირველად დაიღუპნენ ავსტრალიელი ჯარისკაცებიც.