რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი სამუშაო ვიზიტით თურქეთს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრემიერი თურქ კოლეგას, თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდება, ასევე დაგეგმილია თურქეთის პრეზიდენტს აბდულა გიულის შეხვდება.
ვლადიმერ პუტინისა და თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.