დიდი ბრიტანეთის კოალიციურმა მთავრობამ ღაზას სექტორში გაეროს დახმარების ფარგლებში, შესაძლოა, რეგიონს 27,5 მლნ დოლარი გამოუყოს.
ბრიტანეთმა შესაბამისი გადაწყვეტილება ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ ჰუმანიტარულ ტვირთით დატვირთულ გემებზე თავდასხმის შემდეგ მიიღო. ამასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა "მშვიდობის ფლოტილიაში" შემავალ თურქულ გემზე თავდასხმის დეტალური გამოძიება მოითხოვა.