კორპორაცია British Petroleum -მმა ვიდეო-რგოლი გამოუშვა, სადაც მექსიკის ყურეში მომხდარი კატასტროფის გამო ბოდიშს იხდის.
აშშ-ის მცხოვრებლებს კომპანიის ხელმძღვანელმა ტონი ჰეივორდმა მიმართა. "მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრა _ ეს ტრაგედიაა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. ვაცხადებ, რომ BP ყურეს გაწმენდის პასუხისმგებლობას თავი თავზე სრულად იღებს. ბოდიშს ვუხდი კატასტროფის შედეგად დაზარალებულებს. დახმარებისათვის მოხალისეებისა და მთავრობის მადლობელი ვარ. ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს აღარ განმეორდეს", _ ნათქვამია ჰეივორდის მიმართვაში.
მისივე თქმით, სპეციალური საცობი, რომელიც ავრიულ ჭაბურღილზე დაამაგრეს, ყოველდღიურად 1330 ტონა ნავთობის ამოქაჩვის საშუალებას იძლევა.