ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრის ინფორმაციით, შიდსით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში_2072 და სამეგრელოში_811 რეგისტრირებული.
მესამე პოზუციას იკავებს იმერეთი, სადაც შიდსით დაავადების 781 შემთხვევა გამოვლინდა, შემდეგ მოდის აჭარა - 697 და 401 შენთხვევით აფხაზეთი. ყველაზე ცოტა 24 შემთხვევა სვანეთში დაფიქირდა.
მესამე პოზუციას იკავებს იმერეთი, სადაც შიდსით დაავადების 614 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო აფხაზეთში რეგისტრირებულია 337 ფაქტი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 1-ელ დეკემბერს ყოველწლიურად მსოფლიო შიდსის დღე (ინგლ. World AIDS Day) აღინიშნება და შიდსის პანდემის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
შიდსმა მსოფლიოში 2007 წლისთვის 25 მილიონი იმსხვერპლა, ხოლო დაახლოებით 38,6 მილიონი ვირუსმატარებელია, რაც მას ყველაზე დესტრუქციულ ეპიდემიად აქცევს ისტორიაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სულ აივ ინფექციის რეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობა 6065-ს აღწევს, რომელთა შორის, 4508 - მამაკაცი, 1557კი ქალია. შიდსი განუვითარდა 3399 პაციენტს, 1201 გარდაიცვალა.
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1989 წელს.