კანადის პრემიერ-მინისტრი ფიდელ კასტროს დაკრძალვის ცერემონიალს არ დაესწრება. მას შემდეგ, რაც ჯასტინ ტრიუდომ კუბის რევოლუციის ლიდერს ლეგენდარული ფიგურა უწოდა, ის სოციალურ ქსელებში მწვავედ გააკრიტიკეს. ცნობილია, რომ კანადის პრემიერის ოჯახი კუბის რევოლუციის ლიდერთან მეგობრობდა. კასტრო უფროსი ტრიუდოს დაკრძალვასაც კი დაესწრო. ფიდელ კასტროს დაკრძალვის ცერემონია 4 დეკემბერს გაიმართება.