საფრანგეთი და ბრიტანეთი "მშვდობის ფლოტილიის" ინციდენტის საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა: უილიამ ჰეიგმა და ბერნარ კუშნერმა ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.
მათი განცხადებით, კონფლიქტში უკვე ჩაერთო მსოფლიოს რამდენიმე სახელმწიფო, ამიტომ ევროკავშირისგან უპრიანი იქნება, რომ ღაზას სექტორში შემავალი ჰუმანიტარული ტვირთი თავად შეამოწმოს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ღაზას სექტორში ინციდენტი მოხდა. ისრაელმა ღაზას სექტორში მიმავალი ე.წ. მშვიდობის ფლოტილია არ გაატარა და მათ შემოწმებისათვის გაჩერება მოსთხოვა. ფლოტილიამ ამაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ გემებზე მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი იყო და არა იარაღი. აღნიშნულის გამო მომხდარ ინციდენტს ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.