ჩრდილოეთ ოსეთს გადაუღებელმა წვიმებმა და მისგან გამოწვეულმა წყალდიდობამ დიდი ზარალი მიაყენა _ დანგრეულია ხიდები, გზები, მოშლილია ნაპირსამაგრი ნაგებობები, განადგურებულია ნათესები. განცხადება ამის შესახებ ჩრდილო ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენელმა იულია სტარჩენკომ გააკეთა.
მისი თქმით, ჩრდილო ოსეთის რაიონებში ამჟამად ექსპერტები მუშაობენ და ზარალს ითვლიან. მდინარეებში წყლის ადიდება კი იმითაა განპირობებული, რომ წვიმამდე რამდენიმე დღით ადრე ანომალურად ცხელი ამინდი იყო, რამაც თოვლის დნობა გამოიწვია. ყოველივეს კი ზედ გადაუდებელი წვიმები დაერთო.