დღეს, 7 ივნისს, სოჭს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" პუტინის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით. 7 ივნისს პუტინი სოჭში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ჩავა, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ჟაკომ რეგგეს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ პუტინი და რეგგე რუსეთის საერთაშორისო ოლიმპიური უნივერსიტეტის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას და მშენებლობაზე პირველ ქვას დადებენ.