ვარძიასთან, მტკვარში ჩავარდნილ ქუთაისელ მოზარდს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
ქუთაისის #33 საჯარო სკოლის მოსწავლე ალეკო ხაჩიტერაძე ვარძიაში ორი დღის წინ სკოლის დამთავრების აღსანიშნავად კლასელებთან ერთად ექსკურსიაზე წავიდა.
წინასწარი ინფორმაციით, ალეკო ხაჩიტერაძე მტკვარში მეგობართან ერთად ჩავიდა, როდესაც მდინარემ წაიღო. მისი მეგობარი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით მდინარიდან ამოიყვანეს, თუმცა მეორე მოზარდი ამოყვანე ვეღარ გადაარჩინეს.