სოჭის მცხოვრებლები რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მოთხოვნით, რომლებიც 17 დღეა უკვე შიმშილობენ.
ამის შესახებ ინფორმაციას "კავკაზკი-უზელი" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სოჭის 5 მაცხოვრებელი, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის არეალში მოხვდა 19 მაისიდან შიმშილობენ და პუტინთან შეხვედრას უშედეგოდ მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ სოჭში ხვალ ოფიციალური სამუშაო ვიზიტით რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ჩავა, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ჟაკომ რეგგეს შეხვდება.