ჩერქეზები რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ავტონომიის აღდგენას მოითხოვენ. შესაბამის რეზოლუცია ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკში გამართულ საგანგებო სხდომაზე მიიღეს.
დოკუმენტის თანახმად, დელეგატები ავტონომიას რესპუბლიკის სტატუსით მოითხოვენ. სხდომაზე ასევე გადაწყდა საერთაშორისო კომისიის შექმნა, რომელიც ავტონომიის აღდგენის საკითხებს შეისწავლის.
ავტონომიის მოთხოვნის შესახებ რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს და პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს გადაეგზავნება.