ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის პოსტზე გენერალი ჯეიმს კლეპპერი წარადგინა.
"მას ყველა თვისება აქვს, რომლებსაც მე ვაფასებ - სურვილი, უთხრას ლიდერებს ის, რაც მათ უნდა იცოდნენ, თუნდაც ამის გაგონება არც სურდეთ", - განაცხადა კლეპპერის წარდგენაზე ობამამ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა სენატს სთხოვა, რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს ეროვნული დაზვერვის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურა.
კლეპპერი ამ თანამდებობაზე დენის ბლერს შეცვლის, რომელიც სამსახურიდან რამდენიმე ხნის წინ გათავისუფლდა.
ჯეიმს კლეპპერი 2001-2006 წლებში თანამგზავრული დაზვერვის ეროვნულ სამსახურს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი - თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს.