დღეს ჟენევაში საერთაშორისო კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად ქართული დელეგაცია გაემგზავრა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.
როგორც გამგზავრების წინ ბოკერიამ განაცხადა, ქართული მხარე საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტების მხრიდან ადამიანის უფლების დარღვევის აღკვეთის მოთხოვნას განსაკუთრებული სიმკაცრით დააყენებს.
"შეხვედრაზე პირველ რიგში ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქეების განთავისუფლების საკითხს დავაყენებთ. ასევე მოვითხოვთ რუსი ოკუპანტების მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები და იმ ადამიანების მიმართ ტერორის შეწყვეტას, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებთან სიახლოვეს გადაადგილდებიან", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ქართული მხარე ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლების დარღვევის საკითხებს, კერძოდ კი გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის შევიწროებას გააპროტესტებს.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მე-11 რაინდი ჟენევაში 8 ივნისს გაიმართება.