ესტონეთი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორაგნიზაციაში გაწევრიანდა. აღნიშნულ ორგანიზაციას ხშირად "მდიდარი ქვეყნების კლუბსაც" უწოდებენ.
ესტონეთმა ორგანიზაციაში მიწვევა ისრაელთან და სლოვენისათან ერთად მიიღო. ესტოენთი ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი წლის ბოლოსთვის მას შემდეგ გახდება, რაც ქვეყნის მთავრობა შეთანხემბის რატიფიცირებას მოახდენს.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია 30 განვითარებულ ქვეყანას აერთიანებს. მათ შორისაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, ესპანეთი და იტალია. ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნებზე მსოფლიო მშპ-ის ორი მესამედი მოდის.