მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს უკრაინის ხელისუფლებამ პერსონა "ნონ-გრატას" სტატუსი მოუხსნა და უკრაინაში ჩასვლის ნება დართო. ეს სტატუსი მოსკოვის მერს ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს დროს მიენიჭა.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს შეღავათები შესაძლოა რუსეთის სხვა მოქალაქეებსაც შეეხოთ, რომლებიც უკრაინის უშიშროების სამსახურის სიაში არიან შეყვანილი.
აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მიიღო.
იური ლუჟკოვს "პერსონა ნონ-გრატას" სტატუსი უკრაინამ 2008 წელს გაზაფხულზე მიანიჭა, მას შემდეგ რაც, მან ყირიმის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ თავისი აზრი გამოთქვა და განაცხადა, რომ ეს რუსეთის ტერიტორიაა.