საბერძნეთი სავარაუდოდ, ევროზონას დატოვებს. ამის შესახებ ამერიკელმა ეკონომისტმა პოლ კრუგმანმა განაცხადა.
"ორიდან ერთი შანსი არსებობს. საბერძნეთი ევროზონიდან უნდა გავიდეს", _აღნიშნა ექსპერტმა.
"მე არ მესმის როგორ ამოქმედდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საბერძნეთისთვის შეთავაზებული ხისტი ეკონომიის პროგრამა", _ განაცხადა კრუგმანმა. მისი თქმით, საბერძნეთის ვალი 2015 წლამდე გაიზრდება და მშპ-ის 150 პროცენტს მიაღწევს.