თურქეთმა ისრაელთან ერთობლივი ენერგეტიკული პროექტები გაყინა. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტანერ ილდიზმა განაცხადა.
ილდიზის თქმით, ანკარა ისრაელთან ენერგეტიკის სფეროში ნებისმიერ პროექტს წინ არ წასწევს, ვიდრე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ სამშვიდობო ფლოტილიაზე თავდასხმამდე პერიოდს არ დაუბრუნდება.
2008 წელს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ხმელთაშუა ზღვაში უნდა ჩადებულიყო 480-კილომეტრიანი გაზსადენი, რომელიც ჯეიხანსა და აშქელონს დააკავშირებდა. მაგისტრალი გაზს კასპიის რეგიონიდან უნდა მიეღო.
მასალის გამოყენების პირობები