უკრაინის უმაღლესი რადას შენობას, მაშინ როდესაც იქ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საფუძვლებს განიხილავდნენ, მეხი დაეცა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ელვა პირდაპირ უმაღლესი რადის თავზე დამონტაჟებულ ანძას მოხვდა.
ამავე დროს, სასესიო დარბაზში შუქი ჩაქრა, თუმცა რამდენიმე წამში აღდგა. რადაში ამ დროს უკრაინისთვის არაბლოკური სტატუსის მინიჭების კანონი პირველი მოსმენით მიიღეს