საბერძნეთში მედიისა და საზოგადოებრივი ტარნსოპორტის თანამშრომლებმა ბიუჯეტის ხარჯების შემცირების მთავრობის გეგმის წინააღმდეგ 24-საათიანი გაფიცვა დაიწყეს.
საბერძნთში დილიდან არ განახლებულა ახალი ამბების ინტერნეტსაიტები. გაფიცვის განმავლობში სახელმწიფო ტელევიზიები და რადიოსადგურები ეთერში საინფორმაციო გამოშვებების გარეშე გავა. ასევე დაუხურულა გაზეთებიც.
გაფიცვის შედეგად არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ათენში დაკეტილია მეტრო.
6 მაისს საბერძნეთის პარლამენტმა ბიუჯეტის ხარჯების შემცირების ღონისძიებათა პაკეტი მიიღო. მთავრობის გეგმა გადასახადების გაზრდასა და პენსიებისა და ხელფასების შემცირებას ითვალისწინებს.