აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელს უფლება აქვს გააჩეროს ხომალდები, რომლებიც ღაზას სექტორში მიემართებიან. ეს განცხადება ბაიდენმა "მშვიდობის ფლოტილიაზე" ისრაელის მიერ მიტანილო იერიშის კომენტირებისას გააკეთა.
"ისრაელს აქვს სრული უფლება იმისა, რომ თავისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს", _ განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ "ისრაელს აქვს კანონიერი უფლება განაცხადოს, რომ ჩვენ არ ვიცით რა არის ამ გემებზე, ხოლო ბიჭებს "ჰამასიდან" ჩვენს მიწებზე სარაკეტო იერიშები მიაქვთ".
ბაიდენი ასევე აცხადებს, რომ ენდობა ისრაელს ამ ინციდენტის გამოძიების საქმეში და იქვე აღნიშნავს, რომ აშშ მზადაა ამ გამოძიებაში საერთაშორისო მონაწილეობისათვის.
"მათ ვინც მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ისრაელს ენდოს ადამიანი, მინდა ვუთხრა, რომ სწორედ ისრაელის უზენაესმა სასამართლომ გამოტანა განაჩენი იმის შესახებ, რომ "ფლოტილიაზე" მყოფი ყველა ადამიანი გათავისუფლებულიყო", _ აცხადებს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ღაზას სექტორში მიმავალი ე.წ. მშვიდობის ფლოტილია არ გაატარა და მათ შემოწმებისათვის გაჩერება მოსთხოვა. ფლოტილიამ ამაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ გემებზე მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი იყო და არა იარაღი. აღნიშნული გამო მომხდარ ინციდენტს ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.