საბერძნეთის ქალაქ სალონიკის Piraeus Bank -ში მამაკაცმა, რომელსაც ფინანსური პრობლემები შეექმნა თავის დაწვა სცადა.
სალონიკის პოლიციის ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცი შევიდა ბანკის ცენტრალურ განყოფილებაში და განაცხადა, რომ დაკრედიტების განყოფილების თანამშრომელთან საუბარი სურდა.
როდესაც მას უთხრეს, რომ თამანშრომელი სამსახურში არ იმყოფებოდა ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა.
დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნული მამაკაცი მათი კლიენტია, რომელსაც დაუფარავი საკრედიტო ვალდებულებები გააჩნია.