"რუსული მხარეს აქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ბანდფორმირების ხელმძღვანელებს სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ჩაშლა სურთ", - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განცხადა.
ბორტნიკოვის აღნიშნულ განცხადება "ინტერფაქსი ავრცელებს".
"ტერაქტების მუქარა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ფაქტორი ხდება, ხოლო დღეისთვის არც ერთი ქვეყანა ტერორისტული აქტებისგან დაზღვეული არ არის", - აღნიშნა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა.
მისივე მტკიცებით, რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისთვის ტერორისტები ერთმანეთთან თანამშრომლობენ და მოქმედების სტრატეგიას ცვლიან - ისინი თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებას და მასობრივი განადგურების ელემენტების მიღებას ცდილობენ და ამას კი, ხშირ შემთხვევაში ის პოლიტიკურ ძალები უწყობენ ხელს, რომლებსაც ტერორისტებთან თანამშრომლობით ფინანსური და სხვა რესურსების მიღება სურთ.
ამასთან, ალექსანდრე ბორტნიკოვის შეფასებით, ტერორისტები საფრთხეს არ მარტო ცალკეულ ქვეყნებს, მთლიანად მსოფლიოს უქმნიან.