"საქართველოში არჩევნების ჩატარების კუთხით აშკარად პროგრესია", - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ კროულიმ ჟურნალისტებს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
კროულიმ ქართველ ხალხს არჩევნების ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ 30 მაისის არჩევნები ეუთოსა და ევროსაბჭოს სტანდარტებს უფრო მეტად შეესაბამებოდა.
"მართალია ეუთოს დამკვირვებლებმა ცალკეულ უბნებზე გარკვეული დარღვევები დააფიქსირეს. თუმცა, ჩვენ მოგვწონს ცესკოს მცდელობა, რომ პროცესის გამჭირვალობა გაზარდოს და გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამის რეაგირება მოახდინოს. ყველა მნიშვნელოვანი ხარვეზი უნდა გამოსწორდეს", - აცხადებს კროული.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს საქართველოში თვითმართველობის და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნები ჩატარდა.