პარლამენტარები ეკა ხერხეულიძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე ციხის საავადმყოფოში პატიმრების ცემის ფაქტებს ვერ ადასტურებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ აღნიშული საკითხი შესწავლილი უნდა იქნას და ამისთვის პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ კომისიის შემქნის ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ განცხადებები ლორთქიფანიძემ და ხერხეულიძემ პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე გააკეთეს, სადაც კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე გამსახურდიამ ცოტნე გამსახურდიას ინფომრციაზე დაყრნობით ისაუბრა ციხის საავადმყოფოში არსებული პრობლემებზე და გამოვიდა ინიციატივით, რომ აღნიშნული საკითხის შესასწავლად შეიქნა საერთაშორისო საგამოძიებო კომისია.
ხერხეულიძისა და ლორთქიფანიძე აცხადებენ, რომ აღნიშნულ ციხეში ისინი პატიმრებს არაერთხელ შეხვდნენ, მაგრამ ცემისა და წამების ფაქტებს ვერ ადასტურებენ. თუმცა ორივე მათგანი აცხადებს, რომ ეს ფაქტი არ იძლევა საფუძველს, ეჭვი შეიტანონ გამსაუხრდიას განცხადებებში და მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკითხი საფუძვლიანად უნდა იქნას შესწავლი. ლორთქიფანიძე და ხერხეულიძე გამოდიან ინიციატივით, შეიქმნას კომისია, სადაც შევლენ დეპუტატები, მათ შორის კონსტანტინე გამსახურდია და არასამთავრობო ორგანზიაციის წარმომადგენელბი და მუდმივ მონიტორინგს გაუწევენ ციხის საავადმყოფოს.
ხერხეულიძე ცოტნე გამსახურდიას იმ ბრალდებებსაც გამოეხმაურა, რომ თითქოს იგი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება და აცხადებს, რომ მისი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება. მეტიც: ცოტნე გამსახურდიას განსაკუთრებულ პატიმრად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოს ადმინისტრაციას მისგან შეურაცხყოფისა და უშვერი სიტყვების ატანა ყოველდღიურად უწევთ.
"ნუ ცდილობთ, ცოტნე გამსაუხრდია შემაბრალოთ და დისიდენტად გამოაცხადოთ. დისიდენტი მამამისი იყო და იგი ჩვეულებრივი პატმარია. განსაკუთრებულ პატიმრად კი მხოლოდ იმის გამო ითვლება, რომ პირველი პრეზიდენტის შვილია. მე მესმის, რომ მას მძიმე ნერვიულ ფონი აქვს, რასაც მისი შიმშილობაც ემეტება, მაგრამ მას ყველანაირი საშუალება აქვს, ისარგებლოს იმ უფლებებით, რისი უფლებებიც თითქოსდა არ გააჩნია", - გააცხადა ხერხეულიძემ და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ გაზეთ ასავალ-დასავალში ცოტნე გამსახურდიას წერილები ძალიან ხშირად იბეჭდება და მისთვის გაუგებარია, მისი ოჯახის წევრები ამ წერილებს რატომ ვერ იღებენ. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ცოტნე გამსახურდიას ტელეფონით საუბრის საშუალება არ აქვს, ხერხეულიძე აცხადებს, რომ ცოტნეს ძმამ, გიორგიმ შესთავაზა საუბარი, თუმცა თავად არ ელაპარაკა მას.