პაკისტანელმა პროგრამისტებმა, სპეციალურად მუსულმანებისთვის სოციალური ქსელის, " Facebook"-ის ანალოგი შექმნეს. ინფორმაციას ამის შესახებ "The Telegraph"-ი აქვეყნებს.
ახალ სოციალურ ქსელს " MillatFacebook"-ი ჰქვია. ამის საჭიროება გაჩნდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში "Facebook"-ის ხელმისაწვდომობა გადაიკეტა, ამ გვერდზე მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურების განთავსების გამო.
საიტზე უკვე დარეგისტრირებულია 8 000 მომხმარებელი.