ყაზბეგში დიდთოვლობაა. სტიქიის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
შეზღუდვა გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდული ხილვადობისა და ზვავსაშიშროების გამო დაწესდა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი მოძრაობა თავისუფალია.
ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ და გზის გაწმენდას უახლოეს საათებში გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები