საქართველოს დამოუკიდებლობისა და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და თბილისის მერიის თანამშრომლობის შედეგად, 2016 წლის 18-20 ოქტომბერს, თბილისში, ორ კონცერტს გამართავს იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. კონცერტებს უდირიჟორებს ცნობილი ქართველი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, ხოლო სოლისტი იქნება ასევე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე თორაძე. საღამოებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზები უმასპინძლებს.
იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი პირველი უცხოური სიმფონიური ორკესტრია, რომელიც კონცერტებს გამართავს თბილისში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში, 1991 წლიდან მოყოლებული.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროში და ონლაინ www.tkt.ge