ტერორისტულმა ორაგნიზაციამ "ალ-ქაიდამ" ერთ-ერთ ისლამურ საიტზე გაავრცელა ინფორმაცია ავღანელი ლიდერის მუსტაფა აბუ ალ-იაზიდის გარდაცვალების შესახებ.
ალ-იაზიდის სიკვდილის მიზეზი არ სახელდება, თუმცა ნათქვამია, რომ მასთან ერთად მისი მეუღლე, სამი ქალიშვილი და შვილიშვილებიც დაიღუპნენ.
წარმოშობით ეგვიპტელი მუსტაფა აბუ ალ-იაზიდი "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი დამფუძნებელია. დიდი ხნის განმავლობაში ალ-იაზიდი ტერორისტული ორაგნიზაციის მთავრი ფინანსისტი იყო და "ალ-ქაიდას" ლიდერის ოსამა ბინ ლადენის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა.
2008 წლის აგვისტოში, პაკისტანის ტერიტორიაზე ალ-იაზიდის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. თუმცა მედიაში მისი გამოქვეყნებისთანავე პაკისტანში მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენლებმა ალ-იაზიდის გარდაცვალების ფაქტი უარყვეს.