აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრასთან დაკავშირებით, მატერიალური ზარალის კომპენსაციის მიზნით, სისიხლის სამართლის გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. ჰოლდერს არ დაუკონკრეტებია გამოძიება რომელი კომპანიებისა და კერძო პირების მიმართ ჩატარდება.
ცნობილია რომ British Petroleum-ის წარმომადგენელმა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირველი შეხვედრა დამოუკიდებელ კომისიასთან უკევ გამართა. შეხვედრის შემდეგ ობამამ განაცხადა, რომ გამოძიების შედეგები აშშ-ის საშუალებას მისცემს მომავალში მსგავსი შემთხვევები თავიდან აიცილოს. ობამას განცხადებით კომპანია British Petroleum-მა შედეგებზე ფინანსური პასუხსიმგებლობა უნდა აიღოს.
კომპანიამ უკევ დაიწყო სამუშაობი, რომლის დროსაც მართვადი წყალქვეშა რობოტი მილს გადაჭრის, საიდანაც ნავთობის ჩაღვრა ხდება და საცობს დაამაგრებს. წარმატების შემთხვევაში ფსკერზე დაღვრილი ნავთობის დიდი ნაწილის მოგროვება მოხერხდება, რომელსაც შემდეგ ზედაპირზე ამოტუმბავენ. სავარაუდოდ, აღნიშნულ სამუშაოს ოთხი დღე დასჭირდება.