ისრაელმა თურქეთიდან თავისი წარმომადგენლობის წევრთა ოჯახების ევაკუაცია ორი ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავების შემდეგ დაიწყო.
ერთ-ერთი ებრაელი ჩინოვნიკის თქმით, აღნიშნული ღონისძიებები 50 ადამიანს შეეხება, რომლებიც ანკარაში მომუშავე დიპლომატებთან არიან დაკავშირებული. სტამბულში ამ დროისათვის დახურულია ისრაელის საკონსულო. თუმცა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ საუბარი ჯერ არ ყოფილა.
ორი დღეა დემონსტრატებს ანკარასა დ სტამბულში ისრაელის წარმომადგენლობები და ელჩის გაბი ლევის რეზიდენცია ბლოკირებული აქვთ.
ისარელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორში სამშვიდობო ფლოტილიის შემადგენლობაში მყოფი ჰუმანიტარულ ტვირთის გადამზიდ გემებს თავს დაესხა. ერთ-ერთ გემზე, რომელიც თურქეთის ეკუთვნოდა, ირაელის სპეცრაზმი გადავიდა და გემის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნა, სხვადასხვა მონაცემებით 9-დან 19-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი თურქეთის მოქალაქეა.