ისრაელი რეგიონში თურქეთის სახით არსებული ერთადერთი მეგობრის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. ეს განცხადება თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.
თურქეთის პრემიერის კანცელარიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა.
"ისრაელი სახით დადგა საფრთხესთან, დაკარგოს ერთადერთი მეგობარი რეგიონში. ნაბიჯები რომლებიც უახლოეს დღეებში გადაიდგმება განმსაზღვრელი იქნება იმისა, თუ რა მდგომარეობაში იქნება ეს რეგიონი" - განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ ისრაელის თავდასხმა მიუღებელია, კანონგარეშეა და ყველა საერთაშორისო ვალდებულებას არღვევს.
თურქეთის პრემიერ მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ღაზას სექტორიდან ბლოკადა მალე მოიხსნება და "თავისუფლების ფლოტილიის გემები" გათავისუფლდებიან. ისევე როგორც გათავისუფლდება მათზე ყოფი თურქეთის ყველა მოქალაქე.
"ხმელთაშუა ზღვაში მომხდარი თავდასხმა მხოლოდ თურქეთსა და ისრაელს არ ეხება. იგი კიდევ 32 ქვეყანას ეხება" - განაცხადა ერდოღანმა.
თავის მხრივ, ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ აშშ ყველაფერს აკეთებს სიტუაციის განსამუხტავად.