სოხუმში მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აფხაზეთი საქართველოს სატელეფონო კოდებიდან რუსეთის სატელეფონო კოდებზე გადავა. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებთან და სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.
"მიღწეულია შეთანხმება აფხაზეთის საქართველოს სატელეფონო კოდებიდან რუსეთის სატელეფონო კოდებზე გადაყვანის შესახებ. მომავალში გავარგძელებთ მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ აფხაზეთს თავისი კოდი გამოუყონ", _ განაცხადა ლავროვმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აფხაზეთის ჰუნანიტარული თანამშრომლობის ფარგლებში რუსეთი აფხაზეთს სოხუმის მუსიკალური სკოლების რემონტისა და მათთვის მუსიკალური საკრავების შეძენისათვის 2,7 მილიონ რუბლს გამოუყოფს.
მისი თქმით, ამჟამად აფხაზეთსა და რუსეთს შორის დაახლოებით 15 მდე ორმხრივი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და კიდევ 40-მდე დოკუმეტი მზადდება ხელმოსაწერად.