აშშ-ის მეტეოროლოგიური ბიუროს თანამშრომლები იუწყებიან, რომ დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო. ექსპერტების მონაცემებით, იგი შესაძლოა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდეს.
ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ დედამიწას უფრო გეომაგნიტური მდგომარეობის ცვლილებები ელოდება, ვიდრე მაგნიტური ქარიშხალი.
აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებას მეტეომგრძნობიარე ადამიანები აღიქვამენ.