დღეს საქართველო მე-9 მოწვევის პარლამენტს ირჩევს.საარჩევნო უბნები, ადგილობრივი დროით, 08:00 საათზე გაიხსნა. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია.
მოქალაქემ არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს - 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს, ასევე, უნდა აირჩიოს მაჟორიტარი დეპუტატი. საქართველოში 3 645, ხოლო საზღვარგარეთ(40 ქვეყანა) 55 საარჩევნო უბანი იმუშავებს.
რაც შეეხება დამკვირვებლებს, არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი. ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედიაორგანიზაციის 5368 წარმომადგენელი.
როგორც ცნობილია, დღეს აჭარის 6 საარჩევნო ოლქში, პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ასევე, საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში, ტარდება საკრებულოს შუალედური და მერის/გამგებლის რიგგარეშე არჩევნები. საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება ქალაქ თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში; ხოლო რიგგარეშე არჩევნები ტარდება თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის მერისა და თვითმმართველი თემების - ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგებლების ასარჩევად.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება და დაიწყება ხმების დათვლის პროცედურა, რომელზე დაკვირვებაც ცესკოს ონლაინტრანსლირებით, ფეისბუქ გვერდსა და იუთუბ არხზე იქნება შესაძლებელი.
ამასთან, არჩევნები 5 ოქტომბერს უკვე გაიმართა ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლის შედეგებიც დღეს დაითვლება.
ცესკო საპარლამენტო არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს 9 ოქტომბრის ღამითვე წარადგენს.
არჩევნებში მონაწილე პარტიები:
„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ – 1;
„პროგრესულ -დემოკრატიული მოძრაობა("თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!")- 2;
„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ - 3;
"ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი"- 4;
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 5;
"უსუფაშვილი - რესპუბლიკელები"- 6;
„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" - 7;
"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი -საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" -8;
"შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" -10;
"სახალხო ხელისუფლება"-11; "საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები" (ივანე წიკლაური)-12;
"დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის” – 14;
"მშრომელთა სოციალისტური პარტია"-15;
"საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია" – 16;
"საქართველო" -17;
"ქართული იდეა"-18;
"თოფაძე- მრეწველები, ჩვენი სამშობლო" – 19;
„მერაბ კოსტავას საზოგადოება“- 22;
"ჩვენები -სახალხო პარტია" – 23;
„კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი“- 25;
„ეროვნული ფორუმი“ - 26;
„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“- 27;
„ზვიადის გზა - უფლის სახელით“ – 28;
„ჩვენი საქართველო“ (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი)-30;
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ -41;