ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა კიდევ ერთხელ უარყო თავისი მონაწილეობა რესპუბლიკაში მიმდინარე ადამიანთა გატაცებებსა და მკვლელობებში და განაცხადა, რომ "ერთადერთი მტერი რომელსაც იგი აღიარებს და ვის განადგურებასაც აპირებს ეს "ისლამის მტრებია", რომელთაც იგი ბოევიკ-ვაჰაბისტებს განაკუთვნებს.
"მე ყველაფერს მაბრალებენ. ძროხა რომ კვდება ისიც ჩემი ბრალია. რა აზრი აქვს ჩემთვის ადამიანთა მოკვდინებას და მათ გატაცებას მაშინ როდესაც პირიქით, მე უნდა ვემსახურო მათ", _ განაცხადა კადიროვმა გაზეთ "Le Figaro "-სთან საუბრისას.
"მოსკოვი ეგუება კადიროვ-უმცროსის ხუშტურებს იმ სტაბილურობის სანაცვლოდ, რომელიც მან ჩეჩნეთში მოიტანა და კრემლის ერთგულების გამო", _ წერს ფრანგული გაზეთი და აღნიშნავს, რომ მათთან საუბარში რამზან კადიროვმა აღნიშნა ისიც, რომ "ჩემი პირადი აზრით, შარიათი რუსეთს ფედერაციის კანონმდებლობაზე მაღლა დგას".
გაზეთი კადიროვ-უმცროსს რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის პროტეჟეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ რამზან კადიროვმა უფლება-მოსილება მამის, ახმად კადიროვის მკვლელობის შედეგად მიიღო, ყოფილი ბოევიკ-სეპარატისტის, რომელიც მოსკოვის მხარეს გადავიდა და რომელიც 2004 წელს მოკლეს.
"რადიკალურ ჯიჰადიზმს კადიროვი სუნიტური განმარტების ტრადიციულ ჩეჩნურ ისლამს უპირისპირებს. მეზობელ ინგუშეთსა და დაღესტანთან შედარებით სადაც პრაქტიკულად ყოველდღე ხდება, კავკასიური ტერორიზმის აკვანს _ ჩეჩნეთს რადიკალურმა ტერორიზმმა გვერდი აუარა, თუმცა მიუხედავად ამისა, აპრილის ბოლოს ჩეჩნეთში მაინც მოკლეს რუსული სპეცსამსახურების ოთხი წარმომადგენელი", _ წერს გაზეთი.