საერთაშორისო ტერორისტულმა ქსელმა "ალ-ქაიდამ" ავღანეთში თავის ბირთვის, მის ხელმძღვანელობაში მნიშვნელობით მესამე ფიგურის აბუ საიდ ალ-მასრ მუსტაფას განადგურების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ეს ადამიანი ასევე ცნობილი იყო სახელით მუსტაფა აბუ ალ-იაზიდი. ინფორმაციას ამის შესახებ ისლამისტური საიტების ამერიკული მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
აშშ-ს სპეცსამსახურების ინფორმაციით, აბუ საიდ ალ-მასრი მუსტაფა ავღანეთის მოსაზღვრე პაკისტანური ტერიტორიებზე, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უპილოტო ავიაციის მიერ განხორციელებული დატყმების შედეგად განადგურდა.
"ჩვენ გვაქვს მყარი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ალ-მასრი პაკისტანურ რაიონებში განადგურდა", _ აცხადებს აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
ისლამისტური საიტების ამერიკული მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, კი თავად "ალ-ქაიდას" განცხადებებით, 53 წლის ალ-იაზიდას გარდა ასევე დაიღუპნენ მისი მეუღლე, სამი ქალიშვილი და შვილიშვილი.
ეგვიპტელი აბუ საიდ ალ-მასრი მუსტაფა ავღანეთში "ალ-ქაიდას" ოპერაციების სარდლად 2007 წლის მაისში დაინიშნა. იგი იყო ერთ-ერთი იმ დაჯგუფების დამფუძნებელი, რომელიც დაახლოებული იყო უსამა ბინ-ლადენთან.
ამას გარდა, აბუ საიდ ალ-მასრი მუსტაფას "ალ-ქაიდას" მთავარ ფინანსიტადაც მიიჩნევდნენ. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ დაადგინა, რომ სწორედ ის იყო 11 სექტემბრის ტერაქტების დამფინანსებელი.
მასალის გამოყენების პირობები