ტროპიკულმა ქარიშხლამ "აგათამ" გვატემალაში, ჰონდურასსა და ელ სალვადორში ჯამში 115 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
"აგათამ" ყველაზე მეტად გვატემალა დააზარალა. გვატემალში ქარიშხლის შედეგად 92 ადამიანი დაიღუპა, 54 დაკრგულად ითვლება და 59 დაშავდა. ამასთან ქვეყნის ხელისუფლებამ 112,000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
ჰონდურასში "აგათამ" 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ელ სალავადორში 9 ადამიანი დაიღუპა.