ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ "მშვიდობის ფლოტილიის" დაკავების ოპერაციის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა.
ვიდეოფირი ვეტმფრენიდან არის გადაღებული და მასზე ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმის კადრებია ასახული.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სამხედრო მოსამსახურეები გემზე მხოლოდ ტაბელური იარაღით ავიდნენ და მოწინააღმდეგის უპირატეს ძალას გადააწყდნენ.
როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ცალკეულ ჯარისკაცს რამდენიმე მოწინააღმდეგე ესხმოდა თავს, რომლებიც მეტალის ნაკეთობებით, დანებით და სხვა საგნებით იყვნენ შეიარაღებულნი.
"ორმა მშვიდობიანმა აქტივისტმა" ჯარისკაცებს იარაღი წაართვა და ისრაელის სახედრო მოსამსახურეების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მხოლოდ, გემზე გადასხმიდან 40 წუთისა და მხოლოდ მას შემდეგ მას შემდეგ რაც ჯარისკაცმა მიიღო თავის ქალის მძიმე დაზიანება, ოფიცერმა ნება დართო საბრძოლო ვაზნებით ცეცხლის გახსნის შესახებ", _ იუწყება ისრაელის თავდაცვის სამინიტრო.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანის განცხადებით, Free Gaza-ს აქტივისტებს შორის დანაკარგების მონაცემები შემდეგია: 9 დაღუპული და 33 დაჭრილი.
შეგახსენებთ, რომ მშვიდობის ქარავნის ხელში ჩაგდება, რომელზედაც პალესტინისათვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთი იყო განთავსებული მსოფლიოა ახალ ამბებს შორის ნომერ პირველ თემად იქცა.
ისრაელი თავს იმართლებს იმით, რომ ეს იძულებითი ღონისძიება იყო, რადგან "აქტივისტებს" ისრაელის ჯარიკაცების ლინჩის წესით გასამართლება უნდოდათ.