ეუთოს კომისია ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარებას აკრიტიკებს. ეუთოს მიერ მომზადებული დოკუმენტი ჩეჩნეთში, ინგუშეთში და დაღესტანში არსებულ ვთარებას შეეხება. ეუთოს კომისია მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კავკასია დემოკრატიული საზოგადების მშენებლობის გზაზე უამრავ პრობლემას განიცდის.
რეზოლუციის პროექტში, რომელიც დიკ მარტის მოხსენების საფუძველზეა შედგენილი, აღნიშნულია, რომ ჩეჩნეთში ხელისუფლება "შიშის ატმოსფეროს" მხარდაჭერას განაგრძობს, იკარგებიან ოპოზიციონერები და უფლებების დამცველები.
როგორც მოხსენებაშია აღნიშნილი, ყველაფერი ეს ხდება ხელისუფლების "პერსონიზირების" პირობებში, რაც შოკის მომგვრელია.
ინგუშეთთან დაკავშირებით ეუთო 2009 წლის განმავლობაში ძალადობის ზრდითაა შეშფოთებულია. დაღესტანთან დაკავშირებით კი მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გაიზარდა ტერორისტული აქტების რაოდენობა, რასაც საპასუხოდ სამართალდამცავი ორგანოების უმწვავესი ქმედებები მოსდევს.
ეუთოში რუსეთის დელეგაციის წევრები აღნიშნავენ, რომ მათ შეძლეს მოხსენების "შემსუბუქების მიღწევა" და ივნისის სესიაზე გასატანი მოხსენება ობიექტური იქნება, რადგან მასში კომპრომისული ფორმულირებებია შეტანილი.