სირიაში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის. მასშტაბური ტერორისტული აქტები ამჯერად ქალაქ ჰომსში განხორციელდა. ალ-ჰადერის რაიონში თავი სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტებმა აიფეთქეს, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. 2 მათგანის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება.