დღეს, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ პროექტის პრეზენტაციას გამართავს.
როგორც რადიო "ჰერეთს" უნივერსიტეტიდან აცნობეს, პრეზენტაციას სახელისუფლებო სტრუქტურისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
2008 წლიდან, სახალხო დამცველის აპარატი 2 ნოემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს.
პროექტს სახალხო დამცველის აპარატი გაეროს მხარდაჭერით ახორციელებს.