სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ბორის გრიზლოვი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბახის შესახებ მოლაპარაკებები წინ მიიწევს და უახლოეს ხანებში ვითარების დარეგულირებისათვის მიღებული იქნება აუცილებელი გადაწყვეტილებები.
"მთიან ყარაბახში ვითარება ძალზე მგრძნობიარეა. აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელმძღვანელობებს შორის შუამავლების _პირველ რიგში რუსეთის მონაწილეობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს მოლაპარაკებები შეეხება მთიან ყარაბახსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს. აღნიშნული მოლაპარაკებები წინ მიიწევს", _ აღნიშნა გრიზლოვმა ერევანში გამართულ კოლექტიური უსაფრთხოების გაერთიანების საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს სხდომაზე.
"შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის შეიმჩნევა მკვეთრი და გასაგები ნაბიჯები. არსებობს პერსექტივა, რომ უახლოეს ხანებში მიღებული იქნება მთიანი ყარაბახის ვითარების დარეგულირებისათვის აუცილებელი გადაწყვეტილებები", _ განაცხადა გრიზლოვმა.