გვატაემალში, სალვადორსა და ჰონდურასში აგატის ტროპიკული შტორმით გამოწვეული წყალდიდობის გამო 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქარიშხლის შედეგებთან დაკავშირებით აღნიშნული ქვეყნების მთავრობებმა საგანგებო რეჟიმი შემოიღეს. ყველაზე ძლიერად გვატემალა დაზარალდა, სადაც სტიქიამ დაახლოებით 1200 საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ევაკიურებულია ათობით ათასი ადამიანი.
ქარიშხალი წყნარ ოკეანეში 29 მაისს ამოვარდა. მეორე დღეს მისმა სიჩქარემ 80 კმ/სთ-ში შეადგინა. ტროპიკულმა ციკლონმა წყალდიდობა გამოიწვია, რომელმაც შენობები და ხიდები დაანგრია. სერიოზული ზიანი მიადგა ავტომაგისტრალებს, ინფრასტრუქტურასა და სოფლის მეურნეობას.
სტიქიამ ყველაზე მეტი ადამიანი გვატემალაში იმსხვერპლა. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ვითარება გაურკვევლია, რადგან იქამდე მიღწევა ხმელეთით შეუძლებელია, ცუდი ამინდი კი ვერტმფრენების გამოყენების საშუალებას არ იძლევა.
სალვადორის მეთაურის მაურისიო ფუნესის თქმით, ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 90 პროცენტი გადაუღებელი წვიმების გამო დატბორვის საფრთხის ქვეშაა. ჰონდურასის პრეზიდენტმა პორფირიო ლობომ საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისათვის მიმართა.