დღეს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, კულტურის მოღვაწეები თბილისის თეატრალური ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა საკონკურსო კომისიის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს", ადვოკატმა გიგა კობალაძემ განუცხადა, 2009 წლის 3 ოქტომბერს თეატრალურ ინსტიტუტში ჩატარდა კონკურსი მეცნიერ-თანამშრომლებისათვის, რომლის შედეგადაც თეატრალური ინსტიტუტის პროფესორები, გოგი დოლიძე და ოლიკო ჟღენტი თეატრალური ინსტიტუტიდან გაათავისუფლეს.
გიგა კობალაძის განცხადებით, გოგი დოლიძე და ოლიკო ჟღენტი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ და დღეს საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.