ცენტრალურ ამერიკაში შტორმმა "აგატამ" 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შტორმისა და ძლიერი წვიმების შედეგად, 6 ადამიანი ელ სალვადორში, ხოლო 12 ადამიანი გვატემალაში დაიღუპა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ელ სალვადორის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე წითელი ხარისხის განგაში გამოაცხადა, რომელიც განგაშის უმაღლესი დონეა. ქვეყანაში სკოლებიც დაიხურა.
გვატემალაში კი "აგატამ" 3.500 სახლი დააზიანა, ამ დროისთვის 61.000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.