წნორის N10 საარჩევნო უბანზე მცხეთაში მცხოვრებმა ქალბატონმა ღარიბაშვილმა, მარიამ ღვედაშვილის სახელზე სცადა ხმის მიცემა. აღნიშნული დარღვევა ადამიანის უფლებათა დაცვის დამკვირვებელმა მადონა ბატიაშვილმა დააფიქსირა, რის შესახებ საჩივარი დაწერა.
„მცხეთაში მცხოვრები მოქალაქე ღარიბაშვილი წნორის საარჩევნო უბანზე დღეს საღამოს 6 საათისთვის მოვიდა, თუმცა იგი საარჩევნო უბნიდან კანონიერად გააძევეს. რეგისტრატორმა კი სასტიკი საყვედური და გაფრთხილება მიიღო", _ განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საუბნო კომისიის თავჯდომარე თამარ ზედელაშვილმა.