ფლორიდის მეჩეთის გადაწვაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. 32 წლის მაიკლ შრაიბერი პოლიციამ გვიან ღამით დააპატიმრა. ხანძარი ქალაქ ფორტ-პირსის მეჩეთს 11 სექტემბერს გაუჩნდა, რის შედეგადაც შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხანძარი მეჩეთში ახალგაზრდა მამაკაცმა გააჩინა, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.