მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა პაკისტანში. ქალაქ მულტანთან ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა. ინციდენტს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 150-მდე კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება.