ბელაურუსი პარლამენტს ირჩევს. დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 ათასამდე საარჩევნო უბანი გაიხსნა. პარლამენტის ქვედა პალატის 110 მანდატისთვის წლევანდელ არჩევნებზე 484 კანდიდატი იბრძვის. იმისათვის, რომ არჩევნები შედგეს, საარჩევნო ყუთებთან ელექტორატის 50 პროცენტზე მეტი უნდა მივიდეს.